27 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გახდეს გამჭვირვალე, თუ ამას ითვალისწინებს ევროკავშირის წესები - ირაკლი კობახიძე ევროკავშირის კითხვარის გასაჯაროების შესახებ

საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და ხელისუფლების მიერ წარდგენილი პასუხების გასაჯაროებას ითხოვს მესამე სექტორი - არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავენ. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია.

მათ პასუხი გასცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გახდეს გამჭვირვალე, თუ ამას ითვალისწინებს ევროკავშირის წესები და სტანდარტები.

"ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გახდეს გამჭვირვალე, თუ ამას ითვალისწინებს ევროკავშირის წესები და სტანდარტები, ამაზე გვექნება კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ბუნებრივია, ეჭვები და კითხვები გვაქვს სხვადასხვა სუბიექტთან მიმართებით. იმ სექტორში, რომელშიც არიან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოდგენილი, როდესაც განცხადებას აკეთებენ პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული სუბიექტები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ უწერია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და მერე როცა პრეტენზია აქვთ, რომ ჩაერთონ ამ კითხვარების შევსებაში, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ რამდენად ლოგიკურია ეს ყველაფერი,"- აცხადებს კობახიძე. 

დღის ამბები