27 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"რუსეთი იზოლაციაში არ აპირებს ყოფნას და ჩვენ არც უნდა ვიყოთ იზოლირებული თანამედროვე სამყაროში" - პუტინი

უკრაინაში ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იყო, ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო – განცხადება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა პუტინმა კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" მისვლისას გააკეთა, სადაც ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად იმყოფებოდა. 

"ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული. რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მოქმედებენ გაბედულად, კომპეტენტურად და ეფექტურად. მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია. მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები ხალხის დახმარება.

დონბასელ ხალხს, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ, აიძულეს ამის გაკეთება, რადგან დასავლეთის გავლენით კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დონბასის პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას. უკრაინამ ანტირუსულ ხიდად გადაქცევა დაიწყო იმისათვის, რომ იქ ნაციონალიზმის ქარხანა შეექმნა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ კიევს არ მოსწონდა მინსკ-2-ის არც ერთი პუნქტი. უბრალოდ შეუძლებელია ამ გენოციდის ატანა, რომელიც რვა წელი გაგრძელდა. რუსეთი იზოლაციაში არ აპირებს ყოფნას და ჩვენ არც უნდა ვიყოთ იზოლირებული თანამედროვე სამყაროში," - აცხადებს პუტინი.

დღის ამბები