27 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
"იცოდე, რომ კანონი გიცავს" - შს სამინისტრომ ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კამპანია დაიწყო

"იცოდე, რომ კანონი გიცავს!" - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კამპანია დაიწყო.

საინფორმაციო კამპანიას კონკრეტული მიზანი აქვს, რომელიც საზოგადოების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს ისეთ ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის წინააღმდეგ როგორიც არის კიბერ დანაშაული, ნარკო დანაშაული და ა.შ.

კამპანიის ფარგლებში, რომელიც დღეიდან დაიწყება, გაიმართება არა ერთი შეხვედრა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან, საზოგადოებრივ წრეებთან და მოხდება საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ყოველთვის იყო და იქნება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ჩვენ პარტნიორებთან, ევროკავშირთან ერთად დავიწყეთ ახალი კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და პოლიციისადმი ნდობის ხარისხის გაზრდა. დავინახეთ ამ სფეროში არსებული პრობლემატიკა, დავაიდენტიფიცირეთ რამდენიმე მიმართულება, რასთან დაკავშირებითაც ვიდეო რგოლები გადავიღეთ, მაგალითისთვის კიბერდანაშაული, ტრეფიკინგი, ნარკოდანაშაული, ქურდული სამყარო და ჩვენი აქტივობების მთავარი სამიზნე არის საზოგადოება, რათა მათ ვუთხრათ, რომ პოლიციელი ყოველთვის მზად არის მათი მხარდაჭერისთვის და მაქსიმალურად სურს რომ ეს კომუნიკაცია გავამარტივოთ," - ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე. 

დღის ამბები