27 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
მოვუწოდებთ ყველა ერს დაგმონ მოსკოვის სასტიკი ქმედებები, რომელიც ღრმა გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოზე, რაც სურსათზე ფასების ზრდით გამოიხატება - ბლინკენი

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის თავდასხმა უკრაინელ ხალხზე - ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს რუსეთის სასტიკი ქმედებები და გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის თავდასხმა უკრაინელ ხალხზე. ეს ასევე არის თავდასხმა წესებზე დაფუძნებულ წესრიგზე, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერას და მოუწოდებს სხვა ერებს გააკეთონ იგივე.

მოვუწოდებთ ყველა ერს დაგმონ მოსკოვის მზარდი სასტიკი ქმედებები. რუსეთის ქმედებები ღრმა გავლენას ახდენენ არა მხოლოდ ევროპასა და უკრაინაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. ეს გამოიხატება სურსათზე ფასების ზრდით. უკრაინის ფერმერები იძულებულნი იყვნენ გაქცეულიყვნენ ან ებრძოლათ, რადგან რუსული ჯარები განზრახ ანადგურებენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს და ხელს უშლიან უკრაინის ხორბლის ექსპორტს," - აცხადებს ენტონი ბლინკენი

დღის ამბები