27 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
კანადა თავდაცვის სექტორში მომუშავე 33 რუსულ კომპანიას შეზღუდვებს დაუწესებს - სანქცირებული კომპანიები რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევენ

მორიგი სანქციები რუსეთს - კანადის მთავრობა თავდაცვის სექტორში მომუშავე 33 კომპანიას შეზღუდვებს დაუწესებს. სანქცირებული კომპანიები რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევენ.

კრემლის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების მოწოდებით გამოდის პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დასაწესებლად მზად არის ბელგიაც.

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ 6 რუსს აძევებს საფრანგეთი. დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ისინი დიპლომატიური საფარველის ქვეშ მუშაობდნენ. გამოვლინდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩატარებული საიდუმლო ოპერაციაც. პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირები საფრანგეთის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობდნენ.

იტალიამ კი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ახალი შეთანხმება გააფორმა ალჟირთან.

დღის ამბები