27 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ერთგულნი ვრჩებით ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების - ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს საპასუხო წერილს უგზავნის

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს საპასუხო წერილს უგზავნის.

"ერთგულნი ვრჩებით ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების. პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებაში პროგრესის დემონსტრირებასა და პარტიებს შორის ფართო თანამშრომლობის გზით კანონის უზენაესობის ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება,"- ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისადმი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან "სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრს" გამოუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრმა" და "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა" ჯოზეფ ბორელს 8 მარტს წერილით მიმართა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას ეხებოდა. წერილს ხელს აწერდნენ საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.

დღის ამბები