საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. თანამდებობისთვის 12 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მისი მთავარი მოწინააღმდეგე მარინ ლე პენია.
არჩევნებზე აქტივობამ, ადგილობრივი დროით 5 საათისთვის, 65% შეადგინა, რაც წინა საპრეზიდენტო არჩვენების აქტივობასთან შედარებით 4% ით ნაკლებია.
ფრანგები სახელმწიფოს მეთაურს ხუთწლიანი ვადით აირჩევენ. ხმის მიცემის პროცედურა საფრანგეთის დროით 7 საათზე დასრულდა, შედეგების გამოცხადება კი, პარიზის დროით, ღამის 12 საათზეა დაანონსებული.