27 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
მკვლელობიდან 18 წლის შემდეგ გორში მოზარდის ცხედარს მიაგნეს - სავარაუდო მკვლელი ერთი ბავშვის მკვლელობისთვის სასჯელს უკვე იხდის

გორში დილიდან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის მოზარდი დღეს დილით 6 საათზე ოჯახის წევრებმა ლიახვის მარცხენა სანაპიროსთან დამარხული იპოვეს. ზაქრო ბერძიშვილს მშობლები 18 წლის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეძებდნენ. დღეს ემოციურად რთულ მდგომარეობაში მყოფები კომენტარისგან თავი იკავებენ.

18 წლის განმავლობაში მშობლებს და ადგილობრივებს მიაჩნდათ, რომ ზაქრო ბერძიშვილი იაგო ნებიერიძის, გორში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცის მსხვერპლი იყო. წლებით ადრე ნებიერიძე ბერძიშვილების ოჯახისთვის თანხის გამოძალვისთვის დააკავეს და ვადაზე ადრე, 2013 წელს გათავისუფლდა, მერე კი 11 წლის ზაქრო გაუჩინარდა. მოსაზრება, რომ ბავშვი გაიტაცეს ოჯახს მაშინ გაუმყარდა, როდესაც ნებიერიძემ 8 წლის მეზობელი გოგონა მოკლა და ცხედარი გადამალა. დღეს კი გაირკვა, რომ ე.წ. კომბინატის დასახლებაში დამარხული მოზარდის შესახებ ინფორმაცია მშობლებს სამუდამო პატიმრობაში მყოფმა თავად ნებიერიძემ ტელეფონით ციხიდან მიაწოდა. არაერთ საქმეზე ბრალდებულის დედა "კურიერთან" ინტერვიუში ამტკიცებს, რომ 11 წლის ბავშვი მის შვილს არ მოუკლავს და მხოლოდ ცხედრის ადგილსამყოფლის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.

"კურიერის" არქივში იაგო ნებიერიძის ჩადენილ დანაშაულებზე არაერთი რეპორტაჟია შენახული. გაუჩინარებული ზაქრო ბერძიშვილის გარდა , 2009 წელს 2 ადამიანზე განხორციელებული ძალადობა და ყაჩაღური თავდასხმა, 2018 წელს სისასტიკით მოკლული ნანა ბერიაშვილის ფაქტი , - ყველა ამ დანაშაულში იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმტკიცდა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა თავს დამნაშავედ დღესაც არ ცნობს. 18 წლის წინ მოკლული 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის ცხედარი თბილისში სამხარაულის ბიუროშია გადმოსვენებული. ახლა მოზარდის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება, თუ რა გახდა ბავშვის გარდაცვალების რეალური მიზეზი. არ არის გამორიცხული, ახალი გარემოებების შემდეგ ნებიერიძე ისევ მართლმსაჯულების წინაშე აღმოჩნდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები