27 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
​გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, ნაწამები კაცები და შიმშილით სიკვდილამდე მიყვანილი მოხუცები - უმძიმესი ისტორიები ქალაქ ივანოვკადან

რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას უკრაინა უკვე 46-ე დღეა უძლებს. ფაქტია, რომ პუტინის გეგმა დიდ ქალაქებზე და შესაბამისად, ქვეყანაზე მოკლე დროში კონტროლის აღების შესახებ ვერ შესრულდა, თუმცა სურათი დღითიდღე მძიმდება იმ ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც დღესაც ინტენსიური ცეცხლის ქვეშ არის, ან გუშინ იყო. ტერიტორიების ნაწილი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლა და რუსებმა უკან დაიხიეს.

პატარა ქალაქი ივანოვკა 100 ათასზე მეტი მოსახლით - პუტინის დავალებით, რუს სამხედროებს ტერიტორია 35 დღის განმავლობაში ჰქონდათ ოკუპირებული. ერთი შეხედვით, ქალაქის ფიზიკური დაზიანება მხოლოდ რამდენიმე ქუჩით შემოიფარგლება, მაგრამ ის, რისი დანახვაც ახლა შეუძლებელია და ადამიანებმა თავის თავზე გამოსცადეს, კიდევ უფრო საზარელია.

ოკუპანტები ივანოვკაში ახალგაზრდა ქალებს აუპატიურებდნენ, მამაკაცებს კლავდნენ, მოხუცები კი, შიმშილითა და უწყლობით სიკვდილამდე მიჰყავდათ. უმძიმესი მოსასმენია არასრულწლოვანი დების ისტორია - გოგონების, რომლებიც აგრესორებს საკუთარი სახლის სარდაფში ემალებოდნენ, რომელზეც ოკუპანტებმა არაერთხელ იძალადეს. 

ივანოვკის მსგავსად ბევრი სხვა ქალაქი, სოფელი თუ დასახლებაა, რომლებიც ომის დაწყებიდან გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი და ოკუპირებული იყო რუსეთის არმიის მიერ, მომხდარი საშინელებების შესახებ ბევრგან მხოლოდ ახლა იწყება ჭეშმარიტების გარკვევა.

ახლა უკრაინაში ყველას საშინელი დავალება ეკისრება - მოკლულთა ცხედრების ძებნა. უკრაინელების სახლებში რუსების იძულებით შესვლის არაერთი ფაქტი არსებობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში აგრესორებმა კედლები თავიანთი ნიშნებით მონიშნეს. სახლის წინა ბაღი სავსეა პროდუქტების ნარჩენებით და სასმელის ცარიელი ბოთლებით. სწორედ უკანა ბაღში ხდება ცხადი მათი ოკუპაციის ნამდვილი გარყვნილება. 

მკვლელობას, ნგრევას და წამებას, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, ადამიანების დატერორება და მოსახლეობის დამორჩილება. უკრაინელი გმირისა და პოეტის კარა შევჩენკოს ქანდაკების თავში ტყვია სიმბოლოა იმ ზიზღისა, რომელსაც რუსი ჯარისკაცები ამ ქვეყნის მიმართ ატარებენ.

დღის ამბები