27 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ის, რაც უკრაინის სხვადასხვა ოლქში ხდება, ომის დანაშაულია, ჩვენ გვყავს 500 ეჭვმიტანილი - უკრაინის გენერალური პროკურორი

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე 500 ეჭვმიტანილი ჰყავთ. მისივე თქმით, ეჭვმიტანილებს შორის არიან უმაღლესი წოდების სამხედრო პირები, პოლიტიკოსები და რუსეთის ფედერაციის მთავარი პროპაგანდისტული აგენტები.

"ის, რაც უკრაინის სხვადასხვა ოლქში ხდება, ომის დანაშაულია, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენ გვყავს 500 ეჭვმიტანილი, უმაღლესი წოდების სამხედრო პირები, პოლიტიკოსები, რუსეთის ფედერაციის მთავარი პროპაგანდისტული აგენტები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, დაიწყეს ეს ომი და მას ამ დრომდე აგრძელებენ. პუტინი 21-ე საუკუნის მთავარი დამნაშავეა. დამნაშავეა საგარეო საქმეთა მინისტრიც და პრემიერიც. მათ იმუნიტეტი იცავთ. მაგრამ თუ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი გადაწყვეტს მათ დევნას, ისინი პასუხს აგებენ,"-აცხადებს გენერალური პროკურორი.

დღის ამბები