27 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"ამბობდა, იქ ბავშვები იხოცებიან და მე აქ როგორ უნდა ვიჯდეო" - უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის შვილი

"კურიერი" დღეს უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის, დავით მენაბდიშვილის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, რომელიც თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში მდებარეობს. მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ. ჩვენთან საუბრისას გარდაცვლილის შვილი, გიორგი მენაბდიშვილი აცხადებს, რომ მამამისი იბრძოდა როგორც 2008 წელს აგვისტოს ომის დროს, ისე 2014 წელს დონბასში.

"იყო წასულის სამშობლოს გამო, თითოეული ჩვენგანის გამო, ოჯახების გამო და იმას ამბობდა სანამ წავიდოდა, იქ ბავშვები იხოცებიან და მე აქ როგორ უნდა ვიყოო. 2008 წელშიც ომობდა, 2014 წელსაც იყო უკრაინაში,"- აცხადებს გიორგი მენაბდიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეტაკებების დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებს ემსხვერპლა ორი ქართველი მებრძოლი - 49 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა. ჯერჯერობით, ფრონტის ხაზზე არსებული რთული მდგომარეობის გამო, მათი სამშობლოში გადმოსვენება ვერ ხერხდება.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები