უკრაინა ახალი მძიმე ბრძოლებისთვის ემზადება, მათ შორის დონბასში- ამის შესახებ მორიგი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველმა გააკეთა.
ამავე განცხადებაში არესტოვიჩი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ აპირებს უკან დახევას და ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად მზად არის.
"ძვირფასო მეგობრებო, გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომის აქტიური ფაზა, მტერს აქვს ორი მიმართულება. ჩვენი ჯარების ჯგუფები გააგრძელებენ გარკვეული ზომების მიღებას, ისინი აკონტროლებენ უკრაინის ჩრდილოეთსა და უკრაინიდან ხარკოვამდე ტერიტორიას.
მომდევნო დღეების განმავლობაში ტემპერატურა იმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთი ნიადაგი შეიქმნება, რომლის ფონზეც ოკუპანტს წინსვლა გაუჭირდება. სავარაუდოდ, მტერს მოწინავე პოზიციებზე დღეს დიდი დანაკარგი ექნება,"-აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი.