27 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
როგორ ჩავიდა ბორის ჯონსონი კიევში - უკრაინის რკინიგზა ვიდეოს ავრცელებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა "ინსტაგრამის" ოფიციალური ფოტო შეცვალა. ახლა მისი ფოტო მოთავსებულია უკრაინის ეროვნული დროშის ფერთა წრეში. შესაბამისი ჟესტი უკრაინის მხარდაჭერის ნიშანია რუსეთთან ომში, რომელსაც მოქალაქეები მთელ მსოფლიოში იყენებენ.

ამავე დროს, საკუთარ Twitter-ზე ბორის ჯონსონმა დაწერა: "უკრაინელებს აქვთ ლომის გამბედაობა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ამ ლომის ღრიალი. დიდი ბრიტანეთი ურყევად დგას უკრაინის ხალხის მხარეს."

წინა დღით, 9 აპრილს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია კიევს, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. როგორც ცნობილი გახდა, ჯონსონი კიევში მატარებლით პოლონეთიდან ჩავიდა. პრემიერმა მატარებლიდან მოგივიანებით ვიდეოც გამოაქვეყნა.

"მე ვზივარ ფანტასტიკურ მატარებელში. უბრალოდ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ რკინიგზის მთელ გუნდს - იმისთვის, რასაც აკეთებთ. გამიგია, რომ აქ "რკინის ბიჭებს" გეძახიან. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია თქვენს რკინიგზის ინდუსტრიასთან, მაგრამ ამავე დროს ის ასევე ასახავს თქვენს სულს, ნამდვილ უკრაინულ სულს, რომელსაც უკრაინელები აჩვენებენ. რუსეთის საშინელ აგრესიას წინააღმდეგობის გაწევას, მე ღრმად თანავუგრძნობ თქვენს დანაკარგებს და ჩემი ფიქრები კრამატორსკში დაშავებულ რკინიგზის მუშებს ეხება. მინდა იცოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო თქვენს გვერდით დგას ამ ბრძოლაში!",- თქვა ბორის ჯონსონმა ვიდეოში, რომელიც უკრაინის რკინიგზამ გაავრცელა. 

დღის ამბები