მარნეული, ბოლნისი, რუსთავი - ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული ტურნე ქვემო ქართლში განაგრძო.
ევროპული სტანდარტების ახალი სკოლა მარნეულელი მოსწავლეებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა და რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ ნაწილია იმ ობიექტებისა, რომელიც პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონში სოფლის მეურნეობის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებსაც შეხვდა და იმ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა წელს მიიღებს.
მთავრობის მეთაური მოსახლეობას დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში რეგიონში არსებულ სოფლებს აღარ ექნებათ სასმელი წყლისა და შიდა გზების პრობლემა.
ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის პროექტების გაცნობას ირაკლი ღარიბაშვილი ყველა რეგიონში გეგმავს.