"ჰეი, წამოდექი" - ამ სახელწოდებით, ახალი სიმღერა და ვიდეო რგოლი ლეგენდარულმა როკ ბენდმა Pink Floyd-მა" გამოუშვა. კომპოზიციას ფონად, ანდრი ხლივნიუკის მიერ შესრულებული სიმღერა გასდევს, რომელიც უკრაინელებისთვის ომის ჰიმდან იქცა. ჯგუფ ბუმბოქსის ვოკალისტმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აშშ-ში მიმდინარე ტურნე შეაჩერა და სამშობლოს დასაცავად დაბრუნდა, ახლა გიტარაზე დაკვრის დრო არ არის, ახლა ხელში იარაღის აღების დროა -წერდა ხლივნუკი პირად გვერდზე. უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი ნაწარმოები ანდრიმ მოხალისეთა ბატალიონში ჩაწერის შემდეგ, კიევის დასაცავად ქუჩაში გამოსულმა შეასრულა.
Pnk Floyd-ისა და ხლივნუკის დუეტს ჰქონდა წინაპირობა. უკრაინელი მომღერლის დანაყოფი ქუჩებში პატრულირებდა, რა დროსაც ანდრი დაიჭრა, Pnk Floyd-ის გიტარისტისგან დევიდ გილმორისგან წერილი მიიღო, შედგა მათი სატელეფონო საუბარიც, სადაც ბრიტანელმა მუსიკოსმა ემოციები ვერ დამალა. უკრაინას სოლიდარობას გილმოური ომის დაწყების დღიდან უცხადებს, ახალ ვიდეო რგოლს კი "იუთუბ" არხზე უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
სიმღერა, რომელსაც დღეს უკრაინელეთა ერთიანობის სიმბოლოდ მოიხსენიებენ, არამხოლოდ Pnk Floyd-მა, არამედ სხვა არაერთმა ადგილობრივმა თუ უცხოელმა მუსიკოსებმა გამოიყენა და უკრაინელების მხარდასაჭერად თავისებური ინტერპრეტაციით გაავრცელა. მათ შორის ერთ- ერთი პირველი იყო დევიდ სკოტი, არტისტი სამხრეთ აფრიკიდან.
სოლიდარობის აქციას შეუერთდა პოლონელი მიშელ აუგუსტინიაკიც, რომლის მუსიკალური პროექტი ლიმბოსკის სახელით არის ცნობილი. მან რამდენიმე ინსტრუმენტის თანხლებით ხლივნიუკის ნამღერს აკომპანიმენტი გაუკეთა და თავადაც შეასრულა ფრაგმენტი.
პატრიოტულ მოტივზე დაწერილ სიმღერას დღეს მღერიან პროფესიონალი მუსიკოსები, ფრონტის ხაზზე მებრძოლები, რიგითი მოქალაქეები თავშესაფრებში და ბავშვები. კიდევ ერთი ვიდეო, რომელსაც მილიონობით ადამიანმა მოუსმინე 15 ამდე უკრაინელი შემსრულებლის ხმას აერთიანებს, მათ შორის არის პატარა ლეოც.