27 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
სისხლიანი ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგ - თბილისის რამდენიმე ქუჩას 9 აპრილს დაღუპული კიდევ 10 გმირის სახელი დაერქმევა 

ხვალ 9 აპრილია, დღე როდესაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა რუსულმა ტანკებმა და ჯარისკაცებმა სისხლში ჩაახშვეს, თუმცა მხოლოდ ერთი დღით. რუსი ჯარისკაცების ნიჩბებს და მომწამვლელ გაზს, 1989 წლის 9 აპრილს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 427 კი დაშავდა. სისხლიანი ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგ, საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპული ათი ადამიანის სახელი თბილისის სხვადასხვა ქუჩებს  ეწოდა. 

უახლოეს პერიოდში კი, ქუჩების სახელწოდების ცვლილებას საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ. დედაქალაქის 11 ქუჩა გმირების სახელს უკვე ატარებს.

"მემანქანეთა ქუჩა" - ასე იცნობენ თბილისში ადგილს, რომელსაც მალე, 9 აპრილს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, ზაირა კიკვიძის სახელს მიანიჭებენ.

ზაირა კიკვიძის გარდა, 1989 წლის ტრაგედიის კიდევ 9 გმირის სახელი დაერქმევა დედაქალაქის 3 უბნის 9 ქუჩას. მათ შორის სამგორის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩის მისამართი ნინო თოიძის სახელით შეიცვლება. 22 წლის ახალგაზრდა საზოგადოებას ტრაგიკული ღამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიით ახსოვს. მან თავი მეგობრისთვის აზა ადამიასთვის გაწირა. რომელიც რუს სამხედროებს ჰყავდათ წაქცეული და ნიჩაბს ურტყამდნენ, სწორედ მის დასახმარებლად გაიქცა, რა დროსაც მასაც გაუსწორდნენ და მეგობართან ერთად, ადგილზე მოკლეს.

დღის ამბები