27 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
5 დღე ბრალდებიდან - აქვს თუ არა უკრაინას მტკიცებულება საქართველოს მიერ კონტრაბანდული ტვირთის გატარების შესახებ 

საქართველოს მთავრობის პოზიცია, დღეს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად განმარტა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებას ნებისმიერი სანქცირებული ტვირთის გადატანისთვის არ დაუშვებენ. ბრალდება-მტკიცებულების გარეშე კი, მთავრობის მეთაურისთვის აბსურდულთან ერთად, პოლიტიკურად მოტივირებულიცაა.

მძიმე ბრალდებაზე ქართული მხარე მეგობარი ქვეყნისგან მტკიცებულებების წარდგენას რამდენიმე დღეა ითხოვს, თუმცა ოფიციალური კიევი ამ დრომდე მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლა. საქართველოში უკრაინელი დიპლომატის ინფორმაციით კი 2 ქვეყნის შესაბამის ორგანოებში შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს

ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ პარტიაშიც, თუმცა მეგობარი სახელმწიფოს ამ ნაბიჯს დაგვიანებულს უწოდებენ. ამბობენ, რომ სჯობდა უკრაინას ბრალდების ნაცვლად საკითხი ჯერ ხელისუფლებასთან გაერკვია.

საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების დარეგულირება, საერთაშორისო ჩართულობით წარმოუდგენია ოპოზიციის ნაწილს. ზოგს კი ეჭვი ეპარება, რომ ბრალდება უსაფუძვლო იყოს.
ოპონენტებს მმართველმა გუნდმა დრეს კიდევ ერთხელ ურჩია ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებისგან თავი შეიკავონ - უკრაინული მხარის ბრალდებას კი სიცრუე და დაუსაბუთებელი უწოდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი სანქცირებული სამხედრო დანიშნულების და სხვა სახის ტვირთის კონტრაბანდის არხებს ქმნის გასულ კვირას გაავრცელა. ამ კონტექსტში კი ნახსენები იყო საქართველო, როგორც გამტარი ქვეყანა, თუმცა ამ დრომდე ამ განცხადების გარდა, კონკრეტული მტკიცებულება უკრაინულ მხარეს არ წარუდგენია.

დღის ამბები