27 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა, შავ ფურცლად დარჩება - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, "ტვიტერზე" კრამატორსკში ოკუპანტი რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს ეხმაურება და წერს, რომ ეს ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა.

"რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა.

ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი.

დიდება უკრაინას!"- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები