ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0749 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0836 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა.
ლარმა ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც.
სების მონაცემების მიხედვით, 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ევროს კურსი 3.3473 გახდა. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3577 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 9 აპრილიდან შევა.