27 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
"ლელომ" ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა

"ლელომ" ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელმაც "ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები საკანონმდებლო დონეზე უნდა დაარეგულიროს და აკრძალოს".

შესაბამისი განცხადება "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"მივიღეთ და დავამტკიცეთ კანონპროექტი, რომელიც გვინდა გავაცნოთ საზოგადოებას, სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ფართო საზოგადოებას და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მივიღოთ ლუსტრაციის შესახებ კანონი, რომელიც საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებს და აკრძალავს იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და ქმედებებს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები