27 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
ეს ომი რამდენიმე დღეში არ დასრულდება, დონბასში ძალიან რთული სცენების გადატანა მოგვიწევს - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ომი სამწუხაროდ რამდენიმე დღეში არ დასრულდება.

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას წინ რთული პერიოდი ელის.

"სამწუხაროდ ეს ომი მომდევნო დღეებში არ შეჩერდება. 9 მაისი არის "მნიშვნელოვანი დღე" რუსი სამხედროებისთვის და დარწმუნებული, რომ პრეზიდენტ პუტინისთვის 9 მაისი გამარჯვების დღე უნდა იყოს. ვფიქრობ, ისინი თავიანთ ძალისხმევას დონბასისკენ მიმართავენ. ვფიქრობ, დონბასში მომავალ დღეებსა და კვირებში ძალიან რთული სცენების გადატანა მოგვიწევს," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა

დღის ამბები