"დღეს რუსეთის ჯარებმა კრამატორსკის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე მშვიდობიან მოსახლეობას დაუმიზნეს "ტოჩკა-უ"-ს რაკეტა კასეტური ელემენტებით, მაშინ, როცა ისინი მატარებელში სხდებოდნენ. ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 39, ხოლო დაშავებულია 83 ადამიანი. დაშავებულები სამედიცინო განყოფილებაში არიან გადაყვანილი. მტერმა მაშინვე სცადა, გაევრცელებინა ყალბი ცნობები, თითქოს დარტყმა უკრაინელი სამხედროების მიერ იყო განხორციელებული. ეს მათი მხრიდან უკიდურესი ცინიზმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. მათ მიზანმიმართულად დაარტყეს ადამიანებს, რათა მეტი პანიკა შექმნან. ისინი მუდმივად აკონტროლებენ რკინიგზის სადგურს, მათ ზუსტად იციან, თუ სად ახორციელებენ დარტყმებს,"- აცხადებს პავლო კირილენკო, დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი.
კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, 39-მდე გაიზარდა. მათ შორის 4 ბავშვია. დაშავებულია 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. სადგურზე კასეტური რაკეტებით 2 ავიაიერიში განხორციელდა, ზუსტად მაშინ, როდესაც 4 000 ადამიანი ევაკუაციას ელოდებოდა.