27 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
რუსეთს და უკრაინას შორის დიალოგი მარტივად არ მიდის - სერგეი ლავროვი 

რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სომეხ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ლავროვის თქმით, მოსკოვი შეეცდება უზრუნველყოს მოლაპარაკებების პროცესის ყველა ამოცანის შესრულება.

"ჩვენ რეგულარულად ვაცნობთ ჩვენს მეგობრებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობის დაცვას სამხედრო საფრთხისგან. ჩემს სომეხ კოლეგას გავუზიარე, თუ როგორ ვითარდება მოლაპარაკებების ფარგლებში კონტაქტები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციის წევრებს შორის. დიალოგი კარგად არ მიდის, თუმცა ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში დასახული ყველა ამოცანა შესრულდეს. დასავლეთმა რუსოფობიურ აურზაურში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მექანიზმი გააუქმა," - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

დღის ამბები