საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში მატარებლით მიემგზავრება ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს:
"ვგმობ რუსეთის მიერ კრამატორსკში მატარებლის სადგურზე თავდასხმას, რომლის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი და ბევრი დაშავდა, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ დაიხუროს გასაქცევი მარშრუტი ხალხისთვის, ვინც ცდილობს თავი დააღწიოს ომს," - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.
ევროკომისიის პრეზიდენტთან და უმაღლესი წარმომადგენელთან ერთად უკრაინაში მიემგზავრებიან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი და ევროპარლამენტართა ნაწილი.
კრამატორსკზე მომხდარ თავდასხმას გმობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.