27 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
273 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი და 577 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 782 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების  273  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 577  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.31%

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 782 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 761 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 021 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 273 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 650 981.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.31%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.2% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.82%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 577 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 630 564.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 766 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 273 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 101 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 21, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 21, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 625 საიდანაც, 439 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 240, აჭარაში - 23, იმერეთში - 85. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 111 პირი, მათ შორის, თბილისში - 71, აჭარაში - 15, იმერეთში - 9. 3 186 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღის ამბები