27 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის ვაჭრობაში უპირატესი სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რუსეთისთვის ვაჭრობაში უპირატესი სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა. 100 ხმა არცერთის წინააღმდეგ.

კანონმდებლებმა ასევე მიიღეს მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილება ბელარუსისთვისაც. სენატორებმა ხმა მისცეს ნავთობის იმპორტის აკრძალვის სასარგებლოდაც. რუსეთის საწინააღმდეგო ზომებს მხარს უჭერს ჯო ბაიდენი და შესაბამის კანონებს ხელს მოაწერს.

ამასთანავე, შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და შეზღუდვები ორ რუსულ სამთავრობო კომპანიას დაუწესა.

დღის ამბები