27 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ცესკომ 2 აპრილის ჩატარებული პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

როგორც ცესკოს სპიკერმა განაცხადა, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც რუსთავსა და გარდაბნის ნაწილს მოიცავდა, პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია "ქართლი ოცნების" კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი.

"შემაჯამებელი ოქმის მიხედვით მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც რუსთავსა და გარდაბნის ნაწილს მოიცავდა საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია ირაკლი შატაკიშვილი.

აღსანიშნავია, რომ როგორც კენჭისყრის დღე, ისე შემდგომი საარჩევნო პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად," - განაცხადა ნათია იოსელიანმა.  

დღის ამბები