27 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"მოვუწოდებ მოკავშირეებს მეტი განსხვავებული სისტემა მიაწოდონ უკრაინას, ეს თავდაცვისთვისაა" - NATO-ს მინისტერიალზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას განიხილავენ

დღე ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალის მეორეა - ალიანსის შტაბ-ბინაში შეხვედრის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე განიხილება უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების გაწევა. 

"მინდა გამოვხატო, როგორ ვაფასებთ თქვენს ხელმძღვანელობას, უკრაინის ძალების გაბედულობას. რასაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად რუსული აგრესიის წინააღმდეგ შთააგონებს მსოფლიოს. ჩვენს შეხვედრაზე დარწმუნებული ვარ განვიხილავთ უკრაინისთვის მეტ სამხედრო დახმარებას. კარგი შესაძლებლობა გვაქვს მოვისმინოთ თქვენი ანალიზი და განვიხილოთ რა შეიძლება გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად.

მოკავშირეები ბევრი ტიპის იარაღს უგზავნის უკრაინას. მე მოვუწოდებ მოკავშირეებს მეტი განსხვავებული სისტემები მიაწოდონ უკრაინას, ეს თავდაცვისთვისაა. ველი, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დღევანდელ შეხვედრაზე," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები