27 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა - გზავნილები ბრიუსელიდან 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა. საუბარი საქართველოს მიმართ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერაზე, მიმდინარე რთულ რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტსა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგებზე იყო.

ჟოზეფ ბორელისა და ილია დარჩიაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური. მასში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა
რომ "ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მდგრადობის გასაძლიერებლად და ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ბორელმა საქართველოსთვის მნიშვნელოვანად დაასახელა "მიაღწიოს კონკრეტულ და სწრაფ პროგრესს რეფორმების მნიშვნელოვან პრიორიტეტებში, განსაკუთრებით შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი დაძლევის, სასამართლო სისტემის რეფორმისა და შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების მიღების მიზნით".

ბრიუსელში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ თავად შეხვედრის მონაწილეებიც.

დღის ამბები