გარიცხონ თუ არა რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან - ამის თაობაზე 7 აპრილს გაეროში კენჭისყრა გაიმართება. საბჭო 47 წევრი ქვეყნისგან შედგება და მის მთავარ მიზანს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს.
რუსეთის გარიცხვის ინიციატივით აშშ და გაერთიანებული სამეფო მას შემდეგ გამოვიდა, რაც სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს სიტყვით მიმართა და ბუჩასა და სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობების შესახებ უამბო. წევრის გარიცხვისთვის ხმათა ორი-მესამედია საჭირო.