მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან. საოკუპაციო ძალებმა გამყოფ ხაზთან მამაკაცი დააკავეს. სოფელ ახალუბნის მკვიდრი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 28 გიორგი ქუჯოშვილი რუსმა სამხედროებმა დააკავეს ე.წ. საოკუპაციო ხაზთან. სოფელთან ე.წ. გამყოფი ხაზი ძალიან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მოსახლეობა საოკუპაციო ხაზთან მიახლოებას ერიდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ასევე ინფორმირებულები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლები.
"მე არაფერი ვიცი. ნაცნობმა დამირეკა და მითხრა, რომ დაკავებული არისო. მანამდე სამჯერ იყო დაკავებული," - აცხადებს დაკავებულის მამა გივი ქუჯოშვილი.