27 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"კურიერი" ბოროდიანკადან - ასობით მოკლული, დაჭრილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული, ასეთია ვითარება ქალაქში, რომელსაც მეორე ბუჩას უწოდებენ

"კურიერი" ბოროდიანკადან. კიევის ოლქის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულმა ძალებმა გაანადგურეს. ასობით მოკლული, დაჭრილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული, ასეთია ვითარება ქალაქში, რომელსაც მეორე ბუჩას უწოდებენ.

"კურიერი" ბოროდიანკში დღეს ჩავიდა. იქ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები უკვე რამდენიმე დღეა საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბილ საცხოვრებელ კორპუსებში ცხედრებს ეძებენ. ოკუპანტებმა ბოროდიანკას შესასვლელში არსებული საცხოვრებელი კორპუსი სრულად გაანადგურეს. იქ 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია გადარჩა თუ არა რომელიმე მათგანი. 

ბოროდიანკა ერთ-ერთი პირველი დაზარალდა რუსეთის ავიაციის დარტყმებისგან. ის 35 დღე იყო ოკუპირებული.

დღის ამბები