პუტინის პრესსპიკერის მტკიცებით, რუსეთის მიერ კიევის ოლქიდან ჯარის გაყვანა „კეთილი ნების“ ჟესტი იყო.
”ჩვენ შეგვიძლია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოლაპარაკებების დროს, ამიტომ პრეზიდენტმა პუტინმა უბრძანა ჩვენს ჯარებს დაეტოვებინათ კიევის ოლქი,” - განაცხადა პესკოვმა.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვს ”სამხედრო ოპერაციის” მოლაპარაკებების გზით დასრულება სურს და დაინტერესებულია, ზელენსკი წამოყენებულ პირობებს დათანხმდეს.