მარიუპოლში, ქალაქში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე საჰაერო იერიშები და მძიმე ბრძოლები გრძელდება. 160 ათასზე მეტ ადამიანს არ აქვს ელექტროენერგია, კომუნიკაციები, მედიკამენტები, გათბობა, წყალი.
ამასთან, ღამით სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ლვოვის, ვინიცისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. რუსულმა რაკეტებმა ნავთობის საცავი გაანადგურეს. მეხანძრეები ცეცხლს 8 საათზე მეტ ხანს აქრობდნენ.
აღსანიშანვია, რომ რუსულმა არმიამ კონტროლი დაკარგა ხერსონის ოლქის სამ სოფელზე. ინფორმაციას გენერალური შტაბი ავრცელებს.
აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ოდესასა და ლვოვშიც.
ვრცელდება ინფორმაცია ქალაქ ჰოსტომელში 35-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში, 400-მდე ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. ჩერნიჰივის (ჩერნიგოვი) ოლქში ავტომობილი აფეთქდა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე - მანქანაში ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა. მშობლები ადგილზე დაიღუპნენ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვები კი რეანიმაციაში გადაიყვანეს.