სნაიპერები უკრაინაში - რუსეთის წინააღმდეგ ომში 100-ბით საუკეთესო სნაიპერი იბრძვის. ხშირ შემთხვევაში მათი ნამდვილი სახელი და გვარი გასაიდუმლოებულია და მეტსახელებით იხსენიებენ. რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ომში არამხოლოდ უკრაინელები, არამედ სხვა ქვეყნიდან სპეციალურად ჩასული სნაიპერებიც არიან.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის 63 წლის ქართველი ქალი სნაიპერიც. ეს გახლავთ დარეჯან მაისურაძე, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანია, შემდეგ კი ის, 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა, ახლა კი, უკრაინულ არმიას ემსახურება.
უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი სნაიპერია, ის უკრაინელ სამხედროებს წვრთნის, თუმცა მისი ვინაობა გასაიდუმლოებულია.
ავტორი: სანდრო სანაია