სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა, "კურიერთან"დაადასტურა, რომ საოკუპაციო ძალების გარკვეულმა ნაწილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დატოვა. თუმცა მისივე თქმით, უკრაინის ომის კონტექსტში ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გადაადგილების დაკავშირება, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში სწორი არ იყოს:
"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული საოკუპაციო ძალების გარკვეულმა ნაწილმა დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ზოგადად ამაზე ხშირია საუბარი. უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში ხშირად განიხილავენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულ რუსულ სამხედრო ძალებსა და მათ გადაადგილებას. აუცილებელია აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, არის სამშვიდობო და წლებია ეს პოლიტიკა შეთანხმებულია ჩვენს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებთან, შესაბამისად, ამ კონტექსტში, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გადაადგილების დაკავშირება, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში სწორი არ იყოს,"- აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა.