რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას არ აღადგენს. მოსკოვმა გამოაქვეყნა ე.წ. მეგობრული ქვეყნების სია, რომელთა მიმართულებითაც რეგულარული და ჩარტერული ფრენები განხორციელდება.
კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს რუსეთი აუქმებს და 9 აპრილიდან რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 52 ქვეყანასთან აღადგენს- ინფორმაცია რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა გაავცელა.
ეს ქვეყნებია: ალჟირი, არგენტინა, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბოტსვანა, ბრაზილია, ვენესუელა, ვიეტნამი, ჰონგ კონგი, ეგვიპტე, ზიმბაბვე, ისრაელი, ინდოეთი, ინდონეზია, იორდანია, ერაყი, კენია, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, კოსტა რიკა, ქუვეითი, ლიბანი , ლესოტო, მავრიკი, მადაგასკარი, მალაიზია, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი, მოლდოვა, მონღოლეთი, მიანმარი, ნამიბია, ომანი, პაკისტანი, პერუ, საუდის არაბეთი, სეიშელის კუნძულები, სერბეთი, სირია, ტაილანდი, ტანზანია, ტუნისი, თურქეთი, ურუგვაი, ფიჯი, ფილიპინები, შრი-ლანკა, ეთიოპია, სამხრეთ აფრიკა და იამაიკა.