27 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
განადგურებული და ცხედრებით მოფენილი ბუჩა - "კურიერი" ყველაზე ცხელი წერტილიდან, სადაც რუსულმა არმიამ ასეულობით ნაღმი დატოვა

რუსეთის სამხედრო დანაშაული ბუჩაში - დამწვარი ადამიანების ნარჩენები და განადგურებული ქალაქი. ამ დრომდე არავინ იცის სულ რამდენი ცხედარია, თუმცა პირველადი ვერსიით სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ერთ-ერთი ვერსიით, რუსმა სამხედროებმა ოჯახის წევრები ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ დახოცილი და და დამწვარი ადამიანები, მათი ყოველდღიურობა გახდა. ბუჩა საშინელებათა ქალაქს დაემსგავსა. მასზე კონტროლის დაბრუნების შემდეგ, უკრაინელ ჯარისკაცებს ყოველ ნაბიჯზე ხვდებათ ნაწამები, ხელებშეკრული, გაუპატიურებული, დამწვარი ადამიანები. ცხედრებს პოულობენ ქუჩების გარდა სარდაფებში და საკანალიზაციო სისტემებშიც კი. მიაკვლიეს საერთო სამარხს, ეკლესიის მახლობლად. "კურიერის" კამერის ობიექტივში დღეს არაერთი ოჯახის ტრაგედია მოხვდა.

ადამიანების გარდა, ბუჩაში დახოცეს ცხოველებიც. რომელიც, საკუთარი პატრონების დაცვას მტრისგან უშედეგოდ ცდილობდნენ. ცარიელია სახლები, მათი მფლობელების ბედი კი გაურკვეველია. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ქველმოქმედებს მოუწოდა, ნუ გაგზგავნიან ბავშვებისთვის სათამაშოებს, რადგან რუსულმა ჯარმა ბუჩაში ყველა პატარა მოკლა. საბავშვო მოედნის გარდა, ჩაცხრილულია ავტომობილები და განადგურებულია საცხოვრებელი სახლები.

რუსული აგრესიის შედეგად, პატარა ქალაქში სიცოცხლის ნიშან კვალი თითქმის წაშლილია. უცნობია რა ვითარებაა საცხოვრებელ კორპუსებში, შიგნით შესვლა კატეგორიულად იკრძალება, რადგან დიდია აფეთქების საფრთხე. ოფიციალური კიევი ვარაუდობს, რომ რუსულმა ჯარმა, ირპენის მსგავსად, ამ ქალაქში ნაღმები დატოვა. ოკუპანტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც სავაჭრო ობიექტები, რომლებსაც ჯერ ძარცვავდნენ, შემდეგ კი ანადგურებდნენ.

ბუჩაზე კონტროლი უკრაინის თავდაცვამ, 2 დღის წინ - 3 აპრილს დაიბრუნა.

ის, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენები უკრაინელი ხალხის გენოციდია, დარწმუნებულია ქვეყნის ნომერ პირველი პოლიციელი. შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქმე საერთაშორისო მაშტაბით უნდა გამოიძიონ. უკრაინის ხელისუფლება დამნაშავე პირებთან ერთად, დამკვეთების დასჯას ითხოვს. ადგილზე უკვე დაიწყეს მტკიცებულებების მოგროვება და ფოტო დასურათება.

 

დღის ამბები