ალიანსის გენერალური მდივანი ბუჩაში ომის დანაშაულებზე და დამნაშავეების დასჯაზე საუბრობს. ამბობს, რომ ასეთი სისასტიკე ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ყველამ ვნახეთ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების შემაძრწუნებელი კადრები ბუჩასა და სხვა ადგილებში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსეთი აკონტროლებდა. მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში ამოღება ომის დანაშაულია. ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს. მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. მოსკოვი უკრაინაზე ამბიციებს არ თმობს. ჩვენ ვხედავთ კიევთან ახლოს რუსული ჯარის გადაჯგუფებას, მათ მომრავლებას და ხელახლა შეიარაღებას. მომდევნო კვირებში ველოდებით რომ რუსეთი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინას შეუტევს. ეს იმისთვის, რომ დონბასი ხელში ჩაიგდონ და შექმნან ოკუპირებული ყირიმის ნარატივი.
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, როგორ შეიძლება მეტი გაკეთდეს უკრაინისთვის. მოკავშირეები მომართულები არიან უფრო მეტი დახმარება გაუწიონ უკრაინას, მათ შორის ანტი სატანკო იარაღით, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და სხვა აღჭურვილობით. მოკავშირეებმა ასევე გაზარდეს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებაც. NATO ასევე აპირებ უზრუნველყოს კიბერუსაფრთხოება, ასევე მიაწოდოს შესაბამისი აღჭურვილობა უკრაინელების დასახმარებლად, რომ მოხდეს ქიმიური და ბიოლოგიურ საფრთხეებისგან თავის არიდება. მოველი, რომ გადავწყვეტთ უფრო მეტ დახმარებას NATO-ს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ღირებულები არიან და იმყოფებიან რუსული ჩარევისა და საფრთხის ქვეშ. ეს ქვეყნები არიან საქართველო და ბოსნია - ჰერცეგოვინა.
ჩვენ პარტნიორებს დავეხმარებით პრაქტიკულად იმისათვის, რომ გაძლიერდეს მათი მედეგობა , რომ მოვახდინოთ რუსეთის აგრესიის პრევენცია . ხუთშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება შემოგვიერთდება და გაგვაცნობს უახლეს ინფორმაციას, მათ შორის კიევი-მოსკოვის მოლაპარაკებებზე. ფინეთი, შვედეთი, საქართველო და ევროკავშირი იქნებიან ჩვენს მაგიდასთან და ასევე შემოგვიერთდებიან აზია წყნარი ოკეანის პარტნიორები - ავსტრალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა რადგან ამ კრიზისს გლობალური შედეგები აქვს და ეს ყველას გვაშფოთებს,"- აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
შემზარავი კადრები, რომელიც ყველამ არ უნდა ნახოს - "კურიერის" ფოტორეპორტაჟი ბუჩადან
საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე NATO-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში პრესკონფერენცია გამართა. ალიანსის გენერალური მდივანმა ახსენა საქართველოც ღირებული პარტნიორის კონტექსტში და თქვა, რომ ელოდება ქვეყნის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას.