27 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
"ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ რა" - ეპისკოპოსი იაკობი ომზე

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის ეხმარებოდა და ყოველთვის დაეხმარება უკრაინელებს, თუმცა თვლის, რომ - "ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ".

"ეს უნდა ვთქვა, იმიტომ, რომ ხმამაღლა ვერ ამბობენ და თუ ამბობენ ცოტა შეფარულად, მაინც და მაინც უნდათ, რომ საქართველომ გამოუცხადოს ომი ვინმეს?! საქართველომ ბლოკადა უნდა გაუკეთოს ვინმეს?! გაზი საიდან გადის, ჩვენთან შემოდის და ჩვენ ვყიდით გაზს?! გაზი გადის უკრაინიდან ევროპაში. ვიღაც სულმოკლეები როცა ჩვენ ქვეყანას გვიმართავენ და იმას ამბობენ, რომ თურმე საქართველოს რაღაც რომ გაეკეთებინა, ომს მოიგებდნენ აქამდე?! ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ რა, ყოველთვის ვეხმარებით და ყოველთვის დავეხმარებით, უკრაინელების დახმარება მე არ დამავიწყდება. 

იმათი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენზე იძახიან ხომ რომ რას აკეთებენ და მთავრობას აგინებენ, ოპოზიციას, ზოგიერთს უხარია, რომ აგინებენ. რა ის თუ შეგაქებს რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი რომელიც არ უნდა იყოს, უნდა გაგიხარდეს ახლა?! ზელენსკი შეგაქებსმაკრონი შეგაქებს თუ პუტინი შეგაქებს?! ვინც არ უნდა იყოს, მე ჩემი ქვეყნის ინტერესები მაინტერესებს პირველ რიგში და მერე სხვები,"- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.

.

დღის ამბები