27 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
გორის გვირაბი იკეტება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს  
გორის გვირაბში ავტომობილების გადაადგილება დროებით იკრძალება.
 
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დაზიანებული სავენტილაციო სისტემის შეკეთების მიზნით, 2022 წლის 6 აპრილის 00:00სთ-დან 06:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს
დღის ამბები