27 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლსა და ბოლო პერიოდში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებულ წარმატებულ ერთობლივ ოპერაციებზე.

ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლებს, თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

დღის ამბები