27 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
წარმოუდგენელია, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს მომავალი, რუსეთის შემაძრწუნებელ სისასტიკეზე სათანადო პასუხის გაცემის გარეშე - კახა კუჭავა 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა უკრაინაში განვითარებულ მოვლენების გამო რუსეთის  სისასტიკეზე, სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც კახა კუჭავა Twitter-ზე წერს, ოკუპანტი რუსეთი უკრაინაში იგივე მეთოდებით მოქმედებს, რაც საქართველოში გამოიყენა.

"წარმოუდგენელია, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს მომავალი, რუსეთის შემაძრწუნებელ სისასტიკეზე სათანადო პასუხის გაცემის გარეშე. საქართველოს ახსოვს ჩვენი წამებული გმირები და ოკუპანტი იყენებს იგივე მეთოდებს, რომლებიც სასტიკია, უღირსია და ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას",- წერს კუჭავა Twitter-ზე

დღის ამბები