27 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას - ილია დარჩიაშვილი

საგარეო უწყების ახალდანიშნული მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს საზღვარგარეთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას.

ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"თქვენს გუნდში, თქვენთან ერთად ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ," - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს, რომელიც აშშ-ში ელჩად ინიშნება, და წარმატებები უსურვა.

"მინდა, დავით ზალკალიანს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები მის მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები