გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.
"ღრმად ვარ შოკირებული უკრაინის ქალაქ ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის სურათებით. აუცილებელია, რომ დამოუკიდებელმა გამოძიებამ გამოიწვიოს ეფექტური პასუხისმგებლობა,"- დაწერა ანტონიო გუტერეშმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.