27 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ვაშინგტონი განაგრძობს ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტზე, კრემლზე, ოლიგარქებზე ყველაზე ვინც რუსეთის აგრესიას ხელს უწყობენ - ნედ პრაისი

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს უახლოეს მომავალში მიიღებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ნედ პრაისის თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, კრემლზე, პუტინის ახლობელ ოლიგარქებზე და ყველა ადამიანზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ხელს უწყობენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვზე ზეწოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე კრემლი ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს და სისასტიკეს არ შეწყვეტს.

"რაც შეეხება ბუჩას ამ სურათებს, ჩვენ უკვე შევაფასეთ, რომ რუსეთის ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას. ერთი არის ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი, მაგრამ მეორეა იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა, ვინც ჩაიდინა ეს სისასტიკე და ყველა, ვინც ამ სისასტიკის ბრძანება გასცა, პასუხისგებაში მიეცნენ. ეს არის ჩვენი მისია,"- აღნიშნა ნედ პრაისმა.

კიევის ოლქიდან რუსეთის ჯარმა უკან დაიხია, თუმცა რაიონებსა და ქალაქებში მათი სისასტიკის კვალი დარჩა. 

ბუჩასა და ირპენში განსაკუთრებით მძიმე სურათია, დახოცილია მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა ნაწილი ნაწამები და ხელებშეკრულია. ეს ნიშნავს, რომ ხოცავდნენ არა მხოლოდ გამვლელებს, ასევე ტყვედ აყვანილ მოქალაქეებს. 

დღის ამბები