27 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებისას, "კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა

თბილისში, ჭიჭინაძის 10 ნომერში, სადაც "ექსპრეს ბანკში" 2 პიროვნება შეიჭრა, სამართალდამცველები და ექსპერტკრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

"კურიერის" ინფორმაციით, დაჭრილია ერთ-ერთი თავდამსხმელი. ყაჩაღობის დროს დაპირისპირება მოხდა დაცვის თანამშრომელსა და 3 პირს შორის, თუმცა ვისი იარაღიდან განხორციელდა გასროლა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

არსებული ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულ თანამზრახველს ერთ-ერთი პირი ავტომობილით გარეთ ელოდებოდა. შემდეგ კი მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, ისმოდა სროლის ხმაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის დაცვის თანამშრომელმა, თავდამსხმელები შესაშინებლად გაისროლა.

ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიების კამერების ჩანაწერები. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, მიმდინარეობს სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები.

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს. 

დღის ამბები