27 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
სოლიდარობისთვის შეცვლილი სიმღერის ტექსტი და უკრაინისთვის შეგროვებული 15 მილიონი დოლარი - ხელოვანების მორალური და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას

სოლიდარობისთვის შეცვლილი სიმღერის ტექსტი, უკრაინისთვის შეგროვებული 15 მილიონი დოლარი და ყველაზე ცნობილი მოდის ჟურნალის ყდაზე გამოტანილი მშვიდობის სიმბოლო. ხელოვანების მხრიდან როგორც მორალური, ისე ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევები გრძელდება. საქველმოქმედო მარათონში ჩაერთო როკ ჯგუფი Queen-იც.

"ახლა უსმინე ჩემს გულს, ის ამბობს "უკრაინა", ელოდება ქარს ცვლილებებისთვის " - Scorpions-მა შეცვლილი ტექსტით ცნობილი სიმღერა ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე შეასრულა. როკ ჯგუფის გიტარისტს მათიას იაბსის ინსტრუმენტი უკრაინის დროშის ფერებში ჰქონდა. უკრაინის ხსენებას კი მსმენელთა მხრიდან შეძახილები მოჰყვა. დღეს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო ცვლილებისა და მშვიდობის მოლოდინშია.

უკრაინას მხარდაჭერას ომის დაწყების დღიდან უცხადებს მოდის სფერო - ჩვენებებზე, ახალ კოლექციებში ლურჯი და ყვითელი მუდმივად ფიგურირებს, ჟურნალმა "ვოგი პოლსკამ" კი აპრილის ნომერი წარადგინა, რომლის ყდაზეც ქალი უკრაინის დროშის ფერებშია, ნახატზე მშვიდობის სიმბოლოც არის - მტრედი ზეთისხილის ხის ტოტით, ნამუშევარი ელენა იემჩუკას ეკუთვნის.

​სიმღერა "1944" იმღერა უკრაინელმა ვოკალისტმა ჯამალამ, იგივე სიმღერა შეასრულა მან 2016 წელს ევროვიზიაზე და გაიმარჯვა. მაშინ რუსეთმა ნაწარმოები გააპროტესტა. ტექსტი ისტორიულ მოვლენაზეა და სტალინის მიერ ყირიმელი თათრების გადასახლებას უკავშირდება, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის იყო მუსიკოსის ბებიაც, რომელმაც შვილი დაკარგა. სიმღერა ჯამალას ბებიას ეძღვნება. 78 წლის შემდეგ მტრის ეროვნება არ შეცვლილა, ისევ რუსეთი კლავს, ადამიანებს აქცევს ლტოლვილებად და მიწისქვეშ წყლისა და საკვების გარეშე ტოვებს, თუმცა სიმღერის დასრულების შემდეგ გაშლილი დროშა ბრძოლის და იმედის სიმბოლოა.

დღის ამბები