27 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ლიცენზია შეჩერებული ანესთეზიოლოგი საქმიანობას კვლავ აგრძელებს - რა მოხდა კასპის კლინიკაში, სადაც მშობიარე ქალი დაიღუპა

ლიცენზია შეჩერებული ანესთეზიოლოგი საქმიანობას კვლავ აგრძელებს. კასპის კლინიკაში მშობიარე ქალის დაღუპვის გამო, რეგულირების სააგენტომ 4 ექიმს - თამილა ჩიტიშვილს, ირინა გოგიშვილის, თათია სადღობელაშვილს და ანესთეზიოლოგ კობა გაბაშვილს, საქმიანობის უფლება შეუჩერა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ლიცენზიაჩამორთმეული ანესთეზიოლოგი, "მედალფაში" კვლავ დასაქმებულია. კლინიკის მენეჯერი ადასტურებს, რომ ანესთეზიოლოგი ისევ მათი თანამშრომელია და რეგულირების სააგენტოსგან ლიცენზიის ჩამორთმევაზე წერილი არ მიუღიათ.

ლიცენზიის შეჩერების ფაქტს კი, სააგენტო ჯერ კიდევ თებერვალში ადასტურებს.

სოლომონ ტატანაშვილი 30 წლის გარდაცვლილი შვილის საფლავზე თითქმის ყოვედღე მიდის, ის ფეხმძიმე ქალის სიკვდილს ექიმების მიერ დაშვებულ შეცდომებს უკავშირებს. იმ ღამეს იხსენებს, როდესაც ნონა სამშობიარო ტკივილებით კასპის კლინიკა "მედალფაში" მიიყვანეს. მშობიარობის შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობდნენ, თუმცა მამა ამბობს, რომ რეალობა სხვა იყო და ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად დაიღუპა.

კლინიკა "მედალფაში" გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მშობელი, სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. სოლომონ ტატანაშვილი ამბობს, რომ მორიგი განცხადებით პროკურატურას უნდა მიმართოს.

დღის ამბები