27 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომა გაიმართა. ადმინისტრაციის ცნობით, სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი იყო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განაცხადთან დაკავშირებით არსებული ახალი რეალობები და პერსპექტივები. აღინიშნა, რომ განაცხადის გაკეთების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა.

"დღეს ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებას, ასევე ჩვენ მოვისმენთ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიშს. ასევე, განვიხილავთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საფლაგმანო პროექტებსა და მათი განხორციელების პერსპექტივებს. ამასთან, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადთან დაკავშირებული ახალი რეალობა, პერსპექტივები,"-განაცხადა პრემიერმა.

 
დღის ამბები